გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი – მინდა, დავეხმარო გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაში – რას ველოდებით მეგობრებო?

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უკრაინის დახმარებაში, მაგრამ კარგი იქნება, რომ ბერლინმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა გადაწყვიტოს.
„მინდა, დავეხმარო გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტური აზრი აქვს მათ მარაგში ქონას ომის დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს კონტინენტურ ევროპაში დიქტატორის წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო დემოკრატიული ქვეყანა. რას ველოდებით მეგობრებო?“, – აღნიშნა შაპსმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ დელეგაციას განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე კატეგორიული უარი მიიღო.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის გადაცემაზე უარის თქმის არაერთი მიზეზი დაასახელა, მათ შორის კონფლიქტის ესკალაციისა და რუსეთთან ომში ჩათრევის შიში და უკრაინის მიერ რაკეტებით მოსკოვის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?