ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის 690-მა დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი 190-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 495 იყო, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.
უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის ინიციატივა ბუნდესტაგში ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ წამოაყენა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატებმა“ ინიციატივის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, მმართველი კოალიციის, განსაკუთრებით მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე დეპუტატმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.