გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო – ევროკავშირის წარმომადეგენელი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

როგორც განცხადებიდან მკაფიოდ ჩანს, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება