ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გადაწყვეტილება "მაგთის" წინააღმდეგ არის მიმართული და ის კონკურენციის ხარისხს გააუარესებს" - "მაგთი"

"მაგთის" იურისტის, ლევან გიორგაძის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ "მაგთისთვის" ახალი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის ხარისხი გაუარესდება. ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება სწორედ "მაგთის" წინააღმდეგ არის მიმართული.
საუბარია როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, ასევე მობილური მომსახურების ბაზრებზე "მაგთისთვის" მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორის სტატუსის მინიჭებასთან და მისთვის საკუთარ ქსელზე კონკურენტების დაშვების ვალდებულების დაკისრებაზე. სწორედ ამას ითვალისწინებს ComCom-ის გადაწყვეტილების პროექტი, რომელზედაც კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით დღეს იმსჯელა. პროექტის თანახმად, "მაგთის" საკუთარ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე კონკურენტების დაშვების უზრუნველყოფა დაევალება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იქნება კომუნიკაციების ბაზრის კვლევა, რომელიც კომისიამ ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მოამზადა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.