არქივი23 მარტი, 2026, 14:30
გადაიღო არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც სკოლებში გავრცელდა - 1 პირს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც უკანონოდ გადაიღო და ინახავდა "არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა."
უწყების მიხედვით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.