tbl.ge/7grqთბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
ლაშა კაციას 7 თებერვალს აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
ამირან ურუშაძეს 31 იანვარს ასევე ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და მასაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
სესილი ბუთხუზს კი 18 დეკემბერს აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
ლევან ხმიადაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა
ნანა ბედინეიშვილის პროცესი, რომელიც ასევე დღეს უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ამავე თემაზედღეს, 14:43SJC ხოშტარიაზე: პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული მართლმსაჯულების გამოვლინებააგუშინ, 00:21Amnesty ხოშტარიაზე: საპირისპირო აზრის დასასჯელად სასამართლო სისტემის გამოყენების მორიგი მაგალითია გუშინ, 16:17ვაშაძე ხოშტარიაზე: უსამართლობა ბობოქრობს, ბრძოლის გზა ერთად დგომააგუშინ, 13:41დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზეგუშინ, 12:16კალაძის ბანერის “დაზიანებისთვის” ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯესკომენტარებიბოლო სიახლეები