ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

პსჟ-ს მცველის აშრაფ ჰაკიმის აგენტმა ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, თითქოს მის კლიენტს „რეალში“ გადასვლა სურს.
„არა, ასეთი ინტერესი არ არსებობს. აშრაფი „პარი სენ ჟერმენში“ თავისი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილია და ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგება უნდა. ამას გარდა, ის პარიზულ კლუბთან კონტრაქტითაა დაკავშირებული და მხოლოდ ამჟამინდელ გუნდზე ფიქრობს, სადაც მწვრთნელთან და პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ასე რომ, გუნდის გამოცვლაზე არ ფიქრობს, - ციტირებს კამანოს AS-ი.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.