"გაგვიმართლა, რომ მის თამაშს ვუყურებთ" - გვარდიოლამ თავისი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტელეკომპანია Nove-სთან საუბრისას, მისი აზრით ყველს დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ასეთად ლიონელ მესი მიიჩნია.
"შესაძლოა, პელესა და მარადონას მისამართით უპატივცემულოდ ვიქცევი, მაგრამ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იმას ვუყურებდი თუ რას აკეთებდა ის ვარჯიშებზე და ყოველ 3 დღეში გამართულ მატჩებში. მსგავსი არაფერი მინახავს და გავვიმართლა, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ.
ასეთი სპორტსმენების ნახვა, როგორებიც მესი, ტაიგერ ვუდსი და მაიკლ ჯორდანი არიან, ცხოვრებისეული გამოცდილება და დიდი სიამოვნებაა", - თქვა გვარდიოლამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.