“კვარცხელიას რატომ ათამაშებენ ყველგან გარდა თავისი პოზიციისა გამაგებინეთ რა” – ბექა ქავთარაძე

სპორტული ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:

კვარცხელიას რატომ ათამაშებენ ყველგან გარდა თავისი პოზიციისა გამაგებინეთ რა🤌 ობიექტურად ითვლება რომ მსოფლიოს საუკეთესო 5 ვინგერიდან ერთ-ერთი არის კვარა. ყველას მნიშვნელობა არ აქვს კლუბია თუ ნაკრები ეშინია კვქრაცხელიასი – გასაგებია 5 მცველიან ტაქტიკაში რომ 3 ფორვარდით ვერ ვითამაშებთ (ფლანგები და ცენტრფორვარდი) მაგრამ იქნებ გადავიდეთ ახალ ფურცელზე და დავიწყოთ 4 მცველით თამაში? დღევანდელ მატჩშიც როგორცკი კვარამ გადაინაცვლა თავის პოზიციაზე, ხიფათი გაიზარდა უკრაინელთა კართან. ჩვენ რატომ გვეშინია გოლის გაშვების?🤌 ჩვენი შეტევითი პოტენციალი ძალიან მაღალია როცა ყველა თავის ადგილას თამაშობს. იმათ უნდა ეშინოდეთ და არა ჩვენ. (ვინც ახლები ხართ და გუშინ დაიწყეთ ყურება უფრო მარტივად აგიხსნით – გინეკოლოგს რომ ნერვოლოგის საქმე არ უნდა დაავალო ეგ ამბავია კვარას ცენტრში შემოწევა და მეორე ფორვარდათ თამაში) და ჰო, პლუს გვყავს ორი ფლანგის მცველიც , რომლებმაც გასულ სეზონში საგოლე პასები შეასრულეს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან. პ.ს
ქოჩორას რაც შეეხება, მოედნის საფარის საზიზღარ მდგომარეობაში ყიფნის გამო ფეხის
დაცდენა დიდი ცოდვა არ არის, გარდა ამისა თვითონ ფეხბურთი შედგება შეცდომებისგან. ყველა თამაში დასრულდება 0-0 თუკი შეცდომას არავინ დაუშვებს. შეცდომებით სავსეა ყველა მატჩი, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო.
სამწუხაროა რომ ამ შეცდომის ფასი იყო გაშვებული გოლი. არაუშავს. კიდევ ბევრჯერ შეცდება და კიდევ ბევრი შეცდება – შეუქცევადი პროცესია. თამაშის ნაწილია. დღეს არ გაგვიმართლა რადგან ვერავინ დააზღვია და გოლი გაგვიტანეს.
ხდება ხოლმე! ვინც ახლები ხართ და 1 წელია ფეხბურთის ყურება დაიწყეთ გასანაკუთრებით თქვენ გაითვალისწინეთ რომ სასაცილო კომენტარები არ დაწეროთ და უხერხულ სოტუაციაში არ ჩავარდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად