არქივი13 აგვისტო 2024, 00:38
„გაბედული და ბრწყინვალეა“ – სენატორი გრემი კურსკის ოპერაციაზე
აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერით გამოირჩევა, კიევში იმყოფება დემოკრატ კოლეგა, რიჩარდ ბლუმენთალთან ერთად.
გრემი თეთრ სახლს მოუწოდებს, კიევს, კურსკში სამხედრო ოპერაციის ფონზე, ყველა საჭირო შეიარაღება გადასცეს.
„რას ვფიქრობ კურსკში [მიმდინარე მოვლენებზე]? გაბედულია, მაგარი, ბრწყინვალე. ასე გააგრძელეთ. [თეთრმა სახლმა] უნდა გადასცეს [უკრაინას] შეიარაღება, რათა მათ მოიგონ, რომელში წაგების ფუფუნებაც არ აქვთ“, – ციტირებს გრემს „როიტერსი“.
უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში უკვე თითქმის ერთი კვირაა, ბრძოლები მიდის.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.