არქივი19 აგვისტო, 2024, 16:09
ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკის ოპერაციაზე - ვაღწევთ ჩვენს მიზნებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციის ფარგლებში მიზნებს აღწევენ.
„ვაღწევთ ჩვენს მიზნებს. დღეს დილით გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის (ომის ტყვეების) გაცვლის ფონდის კიდევ ერთი შევსება“, - განაცხადა მან.
კურსკში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმაც.
„ვაღწევთ ახალ შედეგებს კურსკის ოლქში და შევავსეთ გაცვლითი ფონდი“, - აღნიშნა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.