გააღვიძეთ ლორა თორნტონი და უთხარით, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ უკვე და მის ქვეყანაშიც სხვა ხელისუფლებაა

„დასრულდა ის დრო, როდესაც ოკეანის გაღმიდან გვიკვეთდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არა. ეს დრო ტრამპამდე ოცნების ხელისუფლებამ დაასრულა საქართველოში. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ ქვეყანაში როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რადგან უკვე ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს შიდა საქმეებში ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის ლორა თორნტონის ჩარევას ეხმიანება.
თამარ ჩიბურდანიძეს უძნელდება იმის თქმა, თუ რით არის გამოწვეული თორნტონის მხრიდან საქართველოში რევოლუციის და არეულობის მოწყობის და შესაბამისად, ქვეყნის განადგურების სურვილი.
„გასაოცარია პირდაპირ, მსოფლიო ლამის ააყირავა ტრამპის ამბიციურმა პოლიტიკამ და ეს ამერიკელი ქალბატონი ისევ წარსულით ცხოვრობს. ასეთი რა სიძულვილი აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ თავგამეტებით იბრძვის საქართველოში რევოლუციისთვის, არეულობისთვის, ეკონომიკური და ალბათ ფიზიკური განადგურებისთვისაც კი.
გააღვიძეთ ლორა თორნტონი და უთხარით, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ უკვე და მის ქვეყანაშიც სხვა ხელისუფლებაა. დასრულდა ის დრო, როდესაც ოკეანის გაღმიდან გვიკვეთდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არა. ეს დრო ტრამპამდე ოცნების ხელისუფლებამ დაასრულა საქართველოში. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ ქვეყანაში როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რადგან უკვე ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ლორა თორნტონის დამოძღვრას კი არა, მსოფლიოს უძლიერესი ლიდერების შემოტევას გავუძელით.
ბუნებრივია, ლორა თორნტონთან ინტერვიუს ოპოზიციის თხოვნით ან დაკვეთით წერენ. ამიტომ, მათ მივმართავ, რას ერჩით ამ ქალს? შეეშვით! მართალია, თორნტონის და ვილსონის გარდა მეტს ვეღარ პოულობთ ამერიკაში, მაგრამ ქალია ბოლოსდაბოლოს და ეყოფა, ცოდოა…” – წერს თანმარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება