ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლორა თორტონი მოუწოდებს მომიტინგეებს საქართველოში, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ

ლორა თორტონი მოუწოდებს მომიტინგეებს საქართველოში, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.
გამოცემა Civil.ge-სთვის დაწერილ სტატიაში, სახელწოდებით „როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?“ თორნტონი წერს, რომ მას ქართველ პროტესტის მონაწილეთა გამძლეობა ახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს.
„მოძრაობის გადაყვანა ღამის პროტესტებიდან დღის სტადიაზე, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა – ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა – ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ, ხშირად ეს რიცხვების თამაშია – მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარცხვენს”, – წერს თორნტონი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.