ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბულგარეთში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბულგარეთში დიდთოვლობამ ელექტროენერგიის გათიშვა და გზების ჩაკეტვა გამოიწვია.
არის მსხვერპლი. ორი ადამიანი უამინდობისგან გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა.
ამავე მიზეზით დაშავებულია ათობით მოქალაქე.
ბულგარეთში მეტეოროლოგებმა ე.წ. წითელი ამინდის გაფრთხილება გამოაცხადეს.
რთული ვითარებაა დედაქალაქში. ძლიერმა თოვლმა გზებთან ახლოს მდგარი ხეები წააქცია, რამაც სავალი გზის ბლოკირება გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.