ბუდანოვი: სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინა ელის, რომ რუსეთი შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში პირველ რიგში დონეცკის მახლობლად გააძლიერებს.

„ისინი [რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები] ჩასივ-იარისკენ ცოტათი წინ წაიწევენ. ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით დაიწყებენ სვლას, პოკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ამავდროულად, დაზვერვის უფროსის აზრით, რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება“, – ამტკიცებს ის.

ბევრი სამხედრო ექსპერტისგან განსხვავებით, ბუდანოვი უკრაინის შეტევას წელს არ გამორიცხავს. თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეკისრება.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას დამატებითი საბრძოლო აღჭურვილობა ესაჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო