ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას -10 მაისს განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას -10 მაისს განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს
პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან, – ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე “გამჭვირვალობის კანონპროექტის” განხილვა გაგრძელდება.
დეპუტატი მოუწოდებს ოპონენტებს, ნუ გაავრცელებენ სიცრუეს, ვინაიდან, 10 მაისს დაგეგმილია ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, “გამჭვირვალობის კანონპროექტი” კი 13 მაისს განიხილება.
“პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან 🇬🇪🇪🇺
ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.
ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.
ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!” – წერს ანრი ოხანაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.