ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას” – რას წერს ანრი ოხანაშვილი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 10 მაისს, უქმე დღეს, იურიდიულ კომიტეტზე ,,რუსული კანონი” უნდა განიხილონ, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება:
,,პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან 🇬🇪🇪🇺
ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.
ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.
ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.