ბრწყინვალე შესრულება და აღფრთოვანებული მაყურებელი – ბექაურის და ანა ბირთველიშვილის „ქუიქსტეპი“ ჟიურიმ სეზონის ერთ ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა – Marao

ბრწყინვალე შესრულება და აღფრთოვანებული მაყურებელი – ბექაურის და ანა ბირთველიშვილის „ქუიქსტეპი“ ჟიურიმ სეზონის ერთ ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა – Marao
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალში მოცეკვავე წყვილებმა ორი ცეკვა შეასრულეს. ორივე ცეკვაში თედო ბექაურმა და ანა ბირთველიშვილმა ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მიიღეს. ნახევარფინალში მათ მიერ შესრულებული „ქუიქსტეპი“ ჟიურიმ სეზონის ერთ ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა.
თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი () (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.
გაღმა ნაპირი“ თედო ბექაურის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო:
“მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.
მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო… გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვდი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. “გაღ­მა ნა­პი­რი” იყო პირ­ვე­ლი, ყვე­ლა გა­გე­ბით. ამ ფილმმა პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­ტა­ნა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მა­ჩუ­ქა, თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­მიგ­ვა­რა. ეს ფილ­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ის არ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც ახლა ვარ” – იხსენებდა თედო ბექაური.

ასევე დაგაინტერესებთ