ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი მათ სჯობს" - მონტოლივო სერია A-ში წლევანდელ ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებზე

ცნობილმა იტალიელ ფეხბურთელ რიკარდო მონტოლივოს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი ლაუტარო მარტინესისა და მარკუს ტურამის წყვილს სჯობს.
"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა Dazn-ს უთხრა, რომ აბსოლიტური თვალსაზრისით, საუკეთესო სწორედ ქართულ-ნიგერიული ტანდემი იყო.
"რა თქმა უნდა, ლაუტაროსა და მარკუსის წყვილი ძალიან კარგად არიან შეთამაშებულნი და ბრწყინვალე ფეხბურთს გვთავაზობენ, მაგრამ აბსოლიტური თვალსაზრისით, საუკეთესო ხვიჩასა და ვიქტორის დუეტია.
მართალია, წელს მათ იგივე სეზონი ვეღარ აქვთ, რაც გასულ წელს, მაგრამ ჩემი აზრით, მარტინესისა და ტურამის წყვილი მაინც არაა საუკეთესო", - თქვა მონტოლივომ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.