ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიუსელში პალესტინის მხარდამჭერი მასობრივი აქცია გაიმართა

ბრიუსელის ქუჩებში ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით დაახლოებით 27 000 ადამიანი გამოვიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ლიგა, და Amnesty International-ი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა, ალექსის დესვაეფმა აქციაზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საგანგებო ვითარებაა: „წყლისა და საკვების ყველა წყარო გათიშულია, არსებობს შიმშილის საფრთხე, სკოლებსა და საავადმყოფოებს თვითნებურად ბომბავენ. ”
აქციის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ, მათ შორის წარწერით : „ნეიტრალიტეტის შენარჩუნება = თანამონაწილეობას“.
მედიის ინფორმაციით, აქციამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.