ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მისი მხარდამჭერი აქცია გამართეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ შეკრებილები, რომლებმაც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი თავისუფლება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელია.
"ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს პოლიტიკური პატიმრობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის რეალური გზა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება პირდაპირ დამოკიდებულია ყველა იმ ეტაპთან, რომელიც უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.