ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთში კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს

ბრიტანეთში კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს

კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის რამდენიმე აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, გაერთიანებულ სამეფოში ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დანაშაულის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 40 წლამდე მამაკაცი კომპანია Collins Aerospace-ზე განხორციელებული კიბერინციდენტის გამოძიების ფარგლებში დასავლეთ სასექსში დააკავეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკავება დადებითი ნაბიჯია, ამ ინციდენტის გამოძიება საწყის ეტაპზეა და კვლავ გრძელდება“, - განაცხადა დანაშაულის ეროვნული სააგენტოს კიბერდანაშაულის განყოფილების ხელმძღვანელმა, პოლ ფოსტერმა.
შეგახსენებთ, კომპანია Collins Aerospace-ზე, რომელიც ავიაკომპანიებისთვის რეგისტრაციის ტექნოლოგიას უზრუნველყოფს, კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ევროპის რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის ჰითროუს, ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.