შსს – გელა ხასაიასთან ერთად მყოფი პირი ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას
თანმხლები პირი, ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ხასაიას ერთ-ერთი თანმხლები პირი აღნიშნავს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.
შსს-ის ინფორმაციითვე, ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაია, თუმცა ძალადობას უარყოფს.
„გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ინციდენტის დროს, მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი პირი, ასევე, ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია.
ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს“,- აღნიშნავენ შსს-ში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)