პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის "ნოვიკომბანკს"

ბრიტანეთმა დღეს სანქციები დაუწესა რუსეთის "ნოვიკომბანკს". Frank Media წერს, რომ ის არის რუსული ინდუსტრიისა და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის ხერხემალი ბანკი. "ნოვიკომბანკი" დასანქცირებული ჰყავს აშშ-სა და ავსტრალიას.
გაერთიანებული სამეფოს სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას და საბანკო კავშირებსა და ფინანსურ გადარიცხვებზე აკრძალვას.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შემოიღო აკრძალვა საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და გადახდების შესახებ - ვითიბისთან, ალფა ბანკთან, გაზპრომბანკთან, როსელხოზბანკთან, ოტკრიტიე ბანკთან და ბევრ სხვა მსხვილ რუსულ ბანკთან.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯამში 22,7 მილიარდი ფუნტის (28,9 მილიარდი დოლარი) ღირებულების რუსული აქტივები გააყინა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.