Deutche Welle: აშშ-მა სანქციები 250 კომპანიას და ფიზიკურ პირს, მათ შორის თურქეთის, საამიროების და ჩინეთის ფირმებს დაუწესა

ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლის ფარგლებში -მა მეორადი სანქციები 250 კომპანიას და ფიზიკურ პირს, მათ შორის თურქეთის, არაბეთის საამიროების და ჩინეთის ფირმებს დაუწესა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მეორადი სანქციების მიზანია იმ პირებზე და კომპანიებზე ზემოქმედება, ვინც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერს და აფინანსებს. ამ კომპანიებს სწორედ ადრე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ედებათ ბრალი.

„პუტინის სამხედრო მანქანას მხოლოდ შიდა წარმოების ხარჯზე გადარჩენა არ შეუძლია, ჩვენ მესამე ქვეყნებიდან მიმწოდებლებს სანქციებს ვუწესებთ, რომლებიც რუსეთს აწვდიან რესურსებს, რაც მისი სამხედრო პოტენციალის ასამაღლებლად არის აუცილებელი“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

რუსეთში იურიდიული პირებიდან სანქციები დაუწესდა ბიზნესმენებს ივან ტავრინს და მის კომპანიებს, ასევე ვლადისლავ სვიბლოვს და მის კომპანიებს Highland Gold და Fortiana Holdings Limited-ს.

სანქციები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს რამდენიმე ქარხანასაც დაუწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს