ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთმა მურუსიძე და ჩინჩალაძე დაასანქცირა

ბრიტანეთმა მურუსიძე და ჩინჩალაძე დაასანქცირა

ტვ პირველის ინფორმაციით, ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
· ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.
დოკუმენტში ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიერ რეჟიმის სასურველ გადაწყვეტილებებზეა საუბარი.
სააპელაციო ასამართლოს უვადო მოსამართლეს, მიხელ ჩინჩალაძის დასანქცირების მიზეზი სავარაუდო კორუფცია და “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება და მოსამართლეთა საეჭვო დაშვენებია.
კორუფციულ სქემებში სავარაუდო ჩართვის ეჭვი აქვს ბრიტანეთის მთავრობას ლევან მურუსიძის შემთხვევაში – იუსტიციის საბჭოს წევრის დასანქცირების მოტივიც სავარაუდო კორუფცია, სასამართლო სისტემის პოლიტიზებული მართვა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღბაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.