ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის შემდეგ, კანიე უესტის კონცერტის აკრძალვას საფრანგეთიც გეგმავს

ბრიტანეთის შემდეგ,  კანიე უესტის კონცერტის აკრძალვას საფრანგეთიც გეგმავს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თი მე­ო­რე ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლი რე­პე­რი კა­ნიე უეს­ტის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო გა­ჩე­ნი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე, მის კონ­ცერ­ტის აკ­რძალ­ვას გეგ­მავს.

ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი 11 ივ­ნისს მარ­სე­ლის ვე­ლოდ­რო­მის სტა­დი­ონ­ზე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა და­გეგ­მილ­მა შოუმ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ლო­რან ნუ­ნი­ე­სის თქმით, "ის მტკი­ცედ არის გან­წყო­ბი­ლი და ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ანტს სწავ­ლობს, რათა ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­ში და­გეგ­მი­ლი რე­პე­რის კონ­ცერ­ტი აკ­რძა­ლოს“.

წლის და­სა­წყის­ში ქა­ლა­ქის სო­ცი­ა­ლის­ტმა მერ­მა ბე­ნუა პა­ი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნიე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ვერ იქ­ნე­ბა და რომ ის არ და­უშ­ვებს მარ­სე­ლი გახ­დეს ვიტ­რი­ნა მათ­თვის, "ვინც სი­ძულ­ვილ­სა და უტი­ფარ ნა­ციზმს ავ­რცე­ლებს.“

რე­პე­რი, რო­მელ­მაც 2021 წელს სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და Ye და­ირ­ქვა , გა­სულ წელს კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, როცა სიმ­ღე­რა “Heil Hitler“ გა­მო­უშ­ვა და სა­კუ­თარ ვებ­სა­იტ­ზე სვას­ტი­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­ყი­და.

წყა­რო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.