ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის -ში ექსტრადიციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია შეჩერდა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა წარადგინოს გარანტიები, რომ ასანჟს სიკვდილით დასჯა არ დაემუქრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ასანჟისთვის წაყენებული არცერთი ბრალდება არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, თუმცა, მოგვიანებით, შეიძლება, წაუყენონ ისეთი ბრალდება, რომლითაც სიკვდილის დასჯა დაემუქრება, რაც ნიშნავს, რომ მისი ექსტრადირება უკანონო იქნება.
მოსამართლეების განმარტებით, ასანჟმა მიუთითა -ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარზე, რომელმაც 2010 წელს, WikiLeaks-ის განხილვისას განაცხადა: „ვფიქრობ, სიკვდილით დასჯა ან რაღაც მსგავსი უნდა იყოს“.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ აშშ გარანტიებს 16 აპრილამდე არ წარმოადგენს, მაშინ ასანჟს გასაჩივრების ნებართვა მიენიჭება. შემდგომი მოსმენა 20 მაისს დაინიშნა.
ცნობისთვის, აშშ-ში ასანჟს 18 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის ჯაშუშობის შესახებ მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)