ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის მუზეუმში შუა საუკუნეების ქართული უნიკალური ოქროს ჯვრისა და ყელსაბამის გამოფენა გაიმართა

12 თებერვალს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრიტანეთის მუზეუმში გაიმართა შუა საუკუნეების ქართული უნიკალური ოქროს ჯვრისა და ყელსაბამის გამოფენა (special viewing), რომელსაც ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები და მოზარდები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა, ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი სერ მარკ ჯონსი და გამოფენის კურატორი, რეიჩელ კინგი. მოსულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯვრისა და ყელსაბამის ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ სხვა ქართული არტეფაქტების შესახებ, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.