ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ქართული ხორბლის კულტურა-რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ისტორია” გაიმართა

“ქართული ხორბლის კულტურა-რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ისტორია” – ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილე და ერთ-ერთი მომხსენებელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი გახლდით.
მისი მოხსენების თემა იყო “ხორბლის კულტურა და ტერასული მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში”.
„ქართული ენდემური ხორბლის სახეობები მსოფლიო საგანძურის ნაწილია და დარწმუნებული ვარ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ იქნება. სწორედ მსოფლიოსთვის ქართული ხორბლის უნიკალურობისა და მისი მნიშვნელობის შეხსენების მცდელობა იყო ეს საჭირო და დროული სამეცნიერო კონფერენცია“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.