ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის მთავრობა - დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ბრიტანეთის მთავრობა - დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს.
„უკრაინის საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ამ კვირაში პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე პროდუქტიული დისკუსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლიდერები პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათ ასევე განიხილეს ბრიტანულ და ამერიკულ გუნდებს შორის გამართული პროდუქტიული მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ეკონომიკური აღმავლობის შეთანხმებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.