ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრატისლავა აცხადებს, რომ რუსულ ნავთობთზე აშშ-ის სანქციებისგან, უნგრეთის მსგავსად, სლოვაკეთიც თავისუფალია

ბრატისლავა აცხადებს, რომ რუსულ ნავთობთზე აშშ-ის სანქციებისგან, უნგრეთის მსგავსად, სლოვაკეთიც თავისუფალია

სლოვაკეთში აცხადებენ, რომ „როსნეფტისა“და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლება, უნგრეთის მსგავსად, სლოვაკეთზეც ვრცელდება.
როგორც სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ განმარტა, სანქციებისგან გათავისუფლება ეხება სლოვაკეთსაც, რადგან ბრატისლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Slovnaft ეკუთვნის უნგრულ კომპანია MOL-ს.
„ნავთობის შესყიდვის პროცედურა ხდება ერთი და იმავე კომპანია MOL-ის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ, რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციებისგან უნგრეთის ერთი წლით გათავისუფლება გავრცელდება Slovnaft-ის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზეც, რადგან ის MOL-ის ჯგუფშია“, – განაცხადა საკოვამ.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.