პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„გამოვლენილია დეტალური გეგმა სახელწოდებით „მწვანე და ყვითელი ხანჯალი“, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2022 წლის 15 დეკემბერს“, - აცხადებს ბრაზილიის პოლიცია.
პოლიციის ცნობით, ოპერაციის სამიზნეები 2022 წლის ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახლად არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა და ვიცე-პრეზიდენტი, ჯერალდო ალკმინი იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა, რომელთაც სპეციალური სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.