შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო