ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა

დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი ფერაძემ და ჯუმბერ კურტანიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს და საგალობლები შეასრულეს ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა.
მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა „ძმათა სასაფლაოზე“ გადაინაცვლეს, სადაც II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამამულო ომის ვეტერანების გარეშე აღინიშნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.