ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, სოსო კოპალეიშვილთან, ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „სიონმა“ მემორიალთან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს მერიამ ერთჯერადად ფული დახმარება გადასცა.
„მეორე მსოფლიო ომის ისტორიული გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. ომმა არა ერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მათ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, თავისუფლება გვაჩუქეს.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. ეს დღე განსაკუთრებით მინდა ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. მათ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და გმირობისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.