ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა „ქართული ოცნების” ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან შეხვედრა გამართა

ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა „ქართული ოცნების” ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან შეხვედრა გამართა
ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა „ქართული ოცნების” ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანტონ ობოლაშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კურატორი, სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის გახლდათ.
შეხვედრაზე დასახელდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ბორჯომი – დავით შონია
ბორჯომი – ივანე შალუტაშვილი
ბორჯომი – მერაბ იობაშვილი
ყვიბისი – ზაქარია ციცქიშვილი
ახალდაბა – ზურაბ ბლიაძე
დვირი – ელიზავეტ კუჭუხიძე
ტბა – მამუკა ლურსმანაშვილი
ციხისჯვარი – გიორგი ბლიაძე
ბაკურიანი – ზურაბი კურტანიძე
ტაძრისი – თამაზ ჩუტკერაშვილი
ტაბაწყური – ანდრუშ ირიციანი
წაღვერი – კახაბერ თედიაშვილი
ბალანთა- არაიკ ანტონიანი.
მმართველ პარტიას მადლობას ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის! ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ! მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!”- წერს მამუკა გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება