ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.
„სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
საკურორტო სოფლების იერსახის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულებითა სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.