არქივი27 ნოემბერი, 2024, 16:36
ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა.
„თოვლისაგან იწმინდება მაღალმთიანი სოფლები: ტიმოთესუბანი, მზეთამზე, დვირი, საკირე, ტაძრისი და დგვარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.