ბორელი ევროკავშირს მოუწოდებს გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა, გააგრძელოს უკრაინის დახმარება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ბლოკს მოუწოდა გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა და შეავსოს მარაგები, რათა მზად იყოს “პოტენციურ საფრთხეებთან” გასამკლავებლად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების პარალელურად.
უკრაინას, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლურ, განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, უწევს გამოიზოგოს საბრძოლო მასალები, რუსეთის მხრიდან მზარდად ინტენსიური შეტევის ფონზე.
“მაღალი ინტენსივობის ომის ორი წელიწადის შემდეგ, არსებული მარაგები ამოწურულია და კონფლიქტი მარაგების ომიდან გადაიზარდა წარმოების ომში” – წერს ბორელი 11 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც ეხება ევროპის თავდაცვის მრეწველობის სტრატეგიას და რომელიც ევროკომისიას 5 მარტს გააცნეს.
ბორელის განცხადებების ფონზე, ტელეკომპანია CNN-ი დაზვერვის სფეროს წარმომადგენელ, ანონიმურად დატოვებულ ევროპელ წყაროზე დაყრდნობით 11 მარტს იუწყება, რომ რუსეთი სწრაფი ტემპით აწარმოებს სამჯერ მეტ საარტილერიო ტყვია-წამალს, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთობლივად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ