ბონდო მძინარაშვილი: ლიტვა, ლატვია და მთელმა მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ამ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონის, საქართველოს პარლამენტის წევრის – ლაშა ტალახაძის წინააღმდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს სოციალური ქსელით ეხმაურება:

ლიტვა, ლატვია და მთელმა მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ამ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს.
ასეთ სირ@@ას მოფიქრება არ უნდოდა?! – გაოცებულნი არიან ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. ჩვენ არ გვიკვირს, – ამბობენ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ერცახიდან არეგაწამდე.

თავად ლაშა ტალახაძე აცხადებს, რომ პირადად მისი დასანქცირება უკავშირდება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად გადაუდგამს.

„ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან. ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთის ხელისუფლებებმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავიანთ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. სანქცირებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”