ბოლო დროს, გახშირდა უკრაინელი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების თავდასხმები დასავლეთზე, ეს არის ის პოლემიკა, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერთვებით – ირაკლი კობახიძე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ს განცხადებები თბილისში, დილიდან, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,”- აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც ასევე თქვა, რომ სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
“ოცნებაში” ამ განცხადებებს ერთგვარ აღიარებად თვლიან, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა მართებული იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ უკრაინელი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების თავდასხმები დასავლეთზე, ბოლო დროს, გახშირდა, თუმცა ეს მათი საქმეა და ისეთი საკითხი, რომელშიც საქართველო ვერ ჩაერთვება.
„ბოლო დროს, გახშირდა უკრაინელი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების თავდასხმები დასავლეთზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხში ღრმად ვერ შევალთ. ზოგადად, რაღაცების გადაბრალება დასავლეთზე, მგონია, რომ არასწორია უკრაინის ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა ის იღებს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ომის შეწყვეტასთან, გაგრძელებასთან, გახანგრძლივებასთან და ა.შ. ეს არის ის პოლემიკა, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერთვებით. ეს არის უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და დასავლელი პოლიტიკოსების საქმე,” – აღნიშნა მ.
რაც შეეხებათ მმართველი გუნდის სხვა წევრებს – პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის საკითხში, ყველაზე მძიმე იყო, რომ ომი დაიწყო.
„ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე იყო, რომ მოხდა ომის დაშვება და, ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ასეთ მასშტაბურ ომში არ გადაზრდილიყო, ამ ომის შედეგები ყველაზე მძიმედ და მტკივნეულად არ ეგრძნო უკრაინის მოსახლეობას.
ამ ყველაფერში, ჩემთვის, ყველაზე საინტერესო არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის კომენტარები და რეაქცია მსგავს განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ისინი, ფაქტობრივად, აჩვენებენ საკუთარ ორმაგ სტანდარტს, რეალურ სახესა და იმას, რომ დაცლილი არიან ღირებულებებისგან და ომის პოპულარიზაცია მათი ყოველდღიური საქმიანობის წესია,“ – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ