არქივი8 იანვარი 2024, 15:21
ბოლნისში მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრეებს დაეჯახა, დაიღუპა 2 არასრულწლოვანი
ბოლნისში მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი არასრულწლოვანი.
შემთხვევა დღეს, 8 იანვარს, მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია Aktual.ge წერს, არასრულწლოვნები გზის პირას ბოსტნეულს დედებთან ერთად ყიდდნენ. მედიის ცნობით, დაშავაბულია ერთი მშობელიც.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.