არქივი8 იანვარი, 2024, 14:40
ბოლნისის რაიონში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა - ისინი გზის პირას ბოსტნეულით ვაჭრობდნენ
ავარია ბოლნისის რაიონში - შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვან ბიჭებს დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.
მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.