პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლნისში კაცმა ცოლს იძულებით გადაპარსა თავი და ვიდეოკადრები გაავრცელა

ბოლნისში 40 წლის კაცმა ცოლს ორი შვილის თვალწინ თავი გადაპარსა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ძალადობის ამსახველი კადრები კი ტელეფონით გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა. მოგვიანებით ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ტელეკომპანია „მთავრის“ ცნობით, ძალადობაში ეჭვმიტანილი კაცი უკვე დაკავებულია, ბრალს კი სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი 19 წლის ქალია, რომელიც, მეზობლების თქმით, ძალადობის შემდეგ სახლიდან გააგდეს.
„რის გამო მოექცა ასე ცოლს, არ ვიცი, მაგრამ ქმარი უკვე დააკავეს, ცოლი კი არ ვიცი ახლა სად არის. გავიგე, რომ სახლიდან გაუგდიათ“, – ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.