ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არსებული ინფორმაციით, ბოლნისში ქმარმა ცოლს თავი გადაპარსა, კადრები გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა

ოჯახში ძალადობის მორიგი შემთხვევა ქვემო ქართლში - ბოლნისში, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ქმარი ახალგაზრდა გოგოზე, სავარაუდოდ, სისტემატურად ძალადობდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია და მას ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო და დაკავებულს ოჯახში ჩადენილ ძალადობას (მუხლი 126) ედავებიან.
აღიარებს თუ არა ბრალს 40 წლამდე კაცი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში იმსჯელებს რაიონული სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიებაზე.
"ბიჭი, როგორც ვიცი, უკვე დაკავებულია. გოგო კი დაახლოებით 19 წლის იქნება, სახლიდან გააგდეს. 2 შვილი ჰყავთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.