ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე პოლიციელები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა. დაღუპულია პილოტი.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.