ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა ცოლ-ქმრული პარტია “ფედერალისტები” დააფუძნეს
ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახალ, ფედერალისტურ პარტიას აფუძნებს. ჩვენი მიზანია არსებული მავნე პოლიტიკური პროცესის ამოყირავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალის დაბრუნება.”- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სპეციალურ ვიდეორგოლში.
“არსებული ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და ვიდრე ბუნებრივ წყობას არ დავუბრუნდებით, ვერც შინ, ევროპაში – დასავლურ ცივილიზაციაში დავბრუნდებით.
თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის სისტემური გაძლიერებაა ყველა პრობლემის გასაღები – მხოლოდ ასე ჩადგება სახელმწიფო მოქალაქეების სამსახურში.”- ამბობს ჩერგოლეიშვილი.
პარტიის სახელწოდებაა “ფედერალისტები”. ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ “ევროპული საქართველო” დატოვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.