ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ფედერალისტები“ – „ევროპული საქართველოდან“ წასულებმა ახალი პარტია წარადგინეს

„ევროპული საქართველოდან“ წამოსულმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა, ახალი პარტია – „ფედერალისტები“ წარადგინეს.
თამარ ჩერგოლეიშვილმა პრეზენტაციაზე პარტიის სახელიც ახსნა. მისი თქმით, საჭიროა „თავკომბალა ცენტრალიზებული სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა“.
„სწორედ ამიტომ ფედერალიზმი, რადგან ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება და ეს არის, რაც მთავარია, ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი“, – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდება სექტემბერში. ამავე თვეში, ჩერგოლეიშვილის თქმით, გაეცემა პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.