ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოკერია: ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე პოლიტიკური თოჯინით ჩანაცვლდა

ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ ამით საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის არაფერი იცვლება, ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე პოლიტიკური თოჯინით ჩანაცვლდა ივანიშვილის პოლიტიკური თოჯინების თეატრში.
ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სადაც ერთ კაცს შეუძლია, რომ ასე წყვეტდეს, ვინ იქნება პრემიერმინისტრი, ასე ეპყრობა საკუთარ გუნდს, იქ არავინ უნდა ელოდოს, რომ ის საზოგადოებას ან ქვეყანას სცემს პატივს და ქვეყანას წინ წაიყვანს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს კაცი მთლიანად ჩამოშორდეს დემოკრატიული გზით ძალაუფლებას ანუ ივანიშვილი. ხოლო ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თამაშის წესები ანუ თოჯინების თეატრი არ იყოს გამეფებული მის ალტერნატივაში ოპოზიციაში და სწორედ ეს არის ევროპული საქართველოს პრინციპული პოზიცია.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გადადგომაზე. ქართული ოცნების ლიდერების ინფორმაციით, ახალ პრემიერად ირაკლი კობახიძე განიხილება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.